saqarTvelos mdinareebi - baxviswyali
ტერიტორიული ერთეულები | ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები |
სათავე | მესხეთის ქედი |
სიგრძე | 42 კმ |
აუზის ფართობი | 156 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 6,18 მ³/წმ |
ბახვისწყალი - მდინარე გურიაში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სუფსის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 42 კმ, აუზის ფართობი 156 კმ2. იერთებს 90-ზე მეტ პატარა შენაკადს, რომელთა საერთო სიგრძეა 127 კმ. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა გაზაფხულზე იცის (უდიდესი დონე და ხარჯი მაისში), წყალმცირობა - ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში (უმცირესი დონე და ხარჯი აგვისტოში). საშუალო წლიური ხარჯი 6,18 მ³/წმ.
სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს. ზღვის დონიდან 2585 მ-ზე ჩამოუდის კურორტ ბახმაროს. ბახვისწყლის ნაპირებზე არის სოფლები უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი. სოფ. ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. ბახვისწყლისხეობაში დგას გურიაში უძველესი ასკანის ციხე.
საქართველოს ენერგეტიკისსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაწყვეტილებით მდინარე ბახვისწყლზე 5 ჰესი უნდა აშენდეს. უკვე დაწყებულია სოფელ უკანავაში ბახვი-III-ის მშენებლობა.